საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკრაინიდან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური. მისი განცხადებით ქვეყანა გზაგასაყარზეა, საიდანაც უნდა გაირკვეს ქვეყანა გამარჯვებისკენ წავა თუ განსაცდელში დარჩება.
სააკაშვილი მიმართავს ოპოზციურ პარტიებს, რათა მოხდეს ერთიან მიზანზე კონცენტრირება და ის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დააზიანონ საერთო ინტერესები