საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მისი ოჯახის წევრები და თანაპარტიელები აქტიურად ითხოვენ. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში სრულყოფილი სამედიცინო დახმარება ვერ გაეწევა. საკითხს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. ოპოზიციის ნაწილის აზრი, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების განცხადების იდენტურია.მმართველი პარტიის წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა ერთ მიზანს ემსახურება და ეს მისი სასჯელისგან გათავისუფლებაა. მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა კლინიკა „ვივა მედში’ იმყოფება.