ქუთაისის პარლამენტის შენობის შესაძლო გაყიდვას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ შენობის გაყიდვა დაუშვებელია და ეს არც მოხდება. ყოფილი პრეიზდენტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ქართველი ხალხი პარლამენტს ქუთაისში დააბრუნებს. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქუთაისში პარლამენტის გადატანა იყო საშვილიშვილო საქმე საქართველოსთვის“.