„ტყიურებივით იქცევიან. იმედი აქვთ, რომ უკრაინამდე ვერ ჩავალ და პოლონეთის ტერიტორიაზე დავრჩები და მათ პრობლემები არ ექნებათ. ასე არ იქნება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისი თქმით, ის უკრაინაში კრაკოვეცის გავლით წავა. მანამდე მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამგზავრებას მატარებლით ცდილობდა, თუმცა "ინტერსითის" მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მასში იმყოფება პირი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.