საქართველოს ციხეში თუ ჩამსვამდნენ, რევოლუცია მოხდებოდა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.სააკაშვილის თქმით, ის ერთადერთი გუბერნატორი იყო უკრაინაში, რომელიც კარდინალური რეფორმების გატარების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ ეს ვერ შეძლო, ვინაიდან უკრაინაში გუბერნატორებს არც ავტორიტეტი და არც ბიუჯეტი არ აქვთ.