მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას, ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მთლიანად აცლის მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას, ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება

2019-09-03 14:57:38+04:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთვარობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები მის ხელისუფლებას ლეგიტიმურობას მთლიანად აცლის. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული ვითარებიდან ერთდერთი გამოსავალი მოქმედება და არდანებებაა. ეს აღარაა კანონიერი ხელისუფლება, არამედ არის მოძალადე უზურპატორის რეჟიმი. ხოლო მოძალადე უზურპატორის წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედებები მორალის ფარგლებში, გამართლებულია ისტორიულად, სამართლებრივად, ზნეობრივად. -წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.