საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" გამოეხმაურა. მისი თქმით, "ის ბრალდება, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი იმის გამო, რომ სააკაშვილს ჰქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე".
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს", რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "რუსეთი იძულებული გახდა" 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსულიყო.