13:07
22 თებერვალი, 2018, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და ანგელა მერკელს მოქმედებისკენ მოუწოდებს
13-02-2018

უკრაინიდან პოლონეთში გაძევებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირსა და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ მან გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

„კიევის კაფეში თავს დამესხნენ შეიარაღებული პირები, გამიტაცეს, მემუქრებოდნენ და კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადამიყვანეს. ამ აქციის უკან უკრაინის კორუმპირებული პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დგას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოროშენკო უკრაინას ანადგურებს და მისი, როგორც კორუფციასთან მებრძოლის მოშორება სურს.
„თუ ევროკავშირი და ანგელა მერკელი არაფერს მოიმოქმედებენ, უკრაინა დაიშლება. მე აუცილებლად დავბრუნდები უკრაინაში კანონიერად და ამ ბრძოლაში გამარჯვება ჩვენს მხარეს იქნება“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

იხილეთ:
როგორ აკავებენ უკრაინელი სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილს - სოციალურ ქსელში ახალი კადრები გავრცელდა

ყურადღება!
გთხოვთ, დაიცვათ ეთიკისა და ზრდილობის ნორმები!
სხვა სიახლეები