დილამდე გაძელით, დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და აცხადებს, რომ კონკურენციის დრო არ არის. როგორც ის აღნიშნავს, როგორც კი საზოგადოებამ ყურადღება მოადუნა, ივანიშვილმა გაყალბება დაიწყო.