მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ სანაკოევი არ ახსოვს - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ სანაკოევი არ ახსოვს

2018-11-20 22:34:38+04:00

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ ახსოვს ვინ არის ვლადიმერ სანაკოევი, - ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. გადაცემის წამყვანმა ექსპრეზიდენტს დაუსვა შეკითხვა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილ წევრზე, მოძრაობა „კოკოითი ფანდარასტის” ყოფილ ხელმძღვანელ ვლადიმერ სანაკოევზე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.„ვიზე საუბრობთ?! ახლა რა შუაშია?! თქვენ შეიძლება, კარგად გახსოვთ, მე ნაღდად არ მახსოვს, ვიზეა საუბარი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ:

"ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო" - მიხეილ სააკაშვილი

აფინანსებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას?

"ესკობარი მართლა უხდიდა ვიღაცას ფულს, ივანიშვილი ისეთი ჟმოტია ბოლომდე ნარკომაფიოზად ვერ ჩამოყალიბდა" - მიხეილ სააკაშვილი

"ვარ ადამიანი, რომელიც თითქმის ცხრა წელი პრეზიდენტი იყო და არაფერი გამაჩნია" - მიხეილ სააკაშვილი

"როგორც კი საქართველოში ობიექტური სასამართლო იქნება, ივანიშვილს მოუწევს იმ ფულის ანაზღაურება, რომელიც არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადის სახით" - მიხეილ სააკაშვილი