მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას - Palitra News

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას

2020-06-11 11:05:26+04:00

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას. სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ წლევანდელ არჩევნებზე გადაწყდება, საქართველო დაიღუპება თუ გაიმარჯვებს.

ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის მონაწილეობს იმ ბრძოლაში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ის ამ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.