მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, ის ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა ამავდროულად არ სურდა ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, რადგან საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა. მისი თქმით, საქართველოში მას აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს და გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე მოქალაქეს სურს, რომ დაბრუნდეს.