გამოძიება მიხეილ რამიშვილის მიმართ, ჯერჯერობით, პასუხისმგებლობის საკითხს არ განიხილავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
გუმბერიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდება, ნებისმიერი პირის მიმართ სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.