პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსტერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია. როგორც მან პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლო-სამედიცინო ესპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.