თაბარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ ავტომანქანის გახსნა და ექსპერტიზის ჩატარება ფედერალური ბიუროს ექსპერტების გარეშე მოხდება, ამას ოჯახის მხრიდან დიდი პროტესტი მოყვება. ადვოკატის თქმით, გამოძიების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რომ FBI-ს ექსპერტების გარეშე მანქანა არ გაიხსნას. რამიშვილის თქმით, დღეს გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლები მტავარ პროკურორს ირაკლი შოთაძესაც შეხვდებიან.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ტამარ ბაცალიაშვილის მშობლები და ოჯახის ადვოკატი შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროში მართავენ.