"ციანიდის საქმეზე" დაკავებული დეკანოზის ადვოკატი ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსს უპირისპირდება. მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება. ვადა დღის ბოლოს სრულდება. საქმე პატრიარქის ქორეპისკოპოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელშიც მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილს გირგვლიანის საქმეში ჩანერგილი აგენტი უწოდა. რამიშვილის შეფასებით, აღნიშნული განცხადება მისი პატივისა და ღირსების შელახვაა, რის გამოც მეუფე იაკობს პასუხისგება აუცილებლად მოუწევს.