მიხეილ რამიშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხება - Palitra News

მიხეილ რამიშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დღეს დაიკითხება

2020-09-23 09:00:32+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მიხეილ რამიშვილი მოწმის სახით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება. ინფორმციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზასთან დაკავშირებით ჩატარებულ მოქმედებებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან, აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს.

უწყების ინფორმაციით, მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.