შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ ხიდაშელი თაღლითობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მიხეილ ხიდაშელი გამოკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა, რაც თაღლითობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიხიელ ხიდაშელის გამოკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს, დილის 09:00 საათზე დასრულდა. შეგახსენებთ, რომ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ გუშინ განაცხადა, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნისგან მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმება ზაზა სარალიძის დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანის განცხადებით, მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია.