ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ქარელი აცხადებს, რომ ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა. მიხეილ ქარელი პარიზში მომხდარ ამბავს იხსენებს. მისი თქმით, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ოქრუაშვილი "რუსთავი 2"- ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.
მიხეილ ქარელი ირწმუნება, რომ ის პირადად შეესწრო სიტუაციას, როდესაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა პარიზში ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ნიმუშის გაყალბება მოინდომა. იგი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ამ ამბავში ჩართული ადამიანების კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელოს.