დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 6 ივნისს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც ცნობილია პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას ოფიციალური ბრალი უკვე წარედგინა. კალანდია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.