ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიასსასამართლო პროცესზე დაზარალებული ზაზა სარალიძის დაკითხვა გადაიდო. როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში ახალი ადვოკატი ჩაერთო, რომელმაც დააყენა შუამდგომლობა დაკითხვის გადადების თაობაზე. ლონდარიძის თქმით, ახალი ადვოკატი თავის შუამდგომლობას იმით ასაბუთებს, რომ მას ზაზა სარალიძის დასაკითხად მოსამზადებლად დრო სჭირდება.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.