თბილისის საქალაქო სასმართლოში, ზაზა სარალიძის დაკითხვა დასრულდა.
როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განაცხადა, დაცვის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს მიხეილ კალანდია პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.
ლონდარიძის განცხადებით, სარალიძის დაკითხვისას მხარის მიერ საქმესთან შემხებლობაში კითხვების მხოლოდ 2-3 პროცენტი დაისვა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გრძელდება. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.