მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაკავებულს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ადანაშაულებენ, თუმცა მიხეილ კალანდიაც და მისი ოჯახის დანაშაულის ჩადენას უარყოფს.
ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები 2017-2018 წლებში ჩატარებული გამოძიების ფარგლებშია მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებს ამ დროისთვის ძალა აქვს დაკარგული და თუკი კალანდიას ბრალეულობის ნიშნები იკვეთებოდა, მისი დაკავება წელიწადნახევრის წინ უნდა მომხდარიყო.