ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განუცხადა, პროცესები არა დახურულ კარს მიღმა, არამედ საჯაროდ უნდა ჩატარდეს და საზოგადოებამ ნახოს, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას. შეგახსენებთ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.