ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დაცვის მხარე დღეს შუამდგომლობას დააყენებს, რომ სხდომა საჯარო გახდეს.
ბრალდებულის ადვოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე იმ მოწმეების გამოკითხვა მოხდება, რომლებიც ხორავას ქუჩაზე ცხოვრობენ და მკვლელობას შეესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.