დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამატყუნებელი განაჩენის გამოტანის მიზეზებზე საუბრობს.
როგორც ზურაბ თოდუა ამბობს, განაჩენი პოლიტიკურია და ამით შესრულდა "ევროპული საქართველოს" დაკვეთა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ იმის დადგენას თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე გამოძიება სჭირდედება და არა პირდაპირ ხელის შეხოცვა კალანდიასთვის, რათა ზაზა სარალიძე დაეწყნარებინათ. თოდუას აზრით, ზაზა სარალიძე დაარწმუნეს, თითქოს კალანდიას იმიტომ არ იჭერდნენ, სუბელიანი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ ტრაპიზონში აქვს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და სწორედ ამიტომ გაჩნდა საქმეში მირზა სუბელიანის გვარი.