მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა სახალხო დამცველს საჩივრით მიმართავს. როგორც თოდუამ "პალიტრანიუსს" განუცხადა, მას საკუთარი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევენ, რადგან მას არ აქვს საშუალება, კალანდიას შეხვდეს ოთხაში, რომელიც არ ისმინება. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.
ამასთან, შეგახსნებთ, რომ მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრებმა სასამართლო პროცესების გახნა მოითხოვეს, სასამართლო პროცესების ნაწილობრივ გასაჯაროებასთან დაკავშირებით, 12 სექტემბერს, განახლებულ სხდომაზე, იმსჯელებს.