დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადაეცა. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე დღევანდელ სხდომაზე გადახედა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარის მოთხოვნის მიუხედავად, რომ მიხეილ კალანდიას ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდა, მოსამართლემ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
ამასთან, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე კალანადიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობაც დააყენა. ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.