საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატიები,ასევე მოეწყობა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებული ისტორიული ფოტო გამოფენები, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველი ღონისძიებები.