საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან, საქართველოში ტრადიციული საერთაშორისო კონფერენციების – თავდაცვისა და უსაფრთხოების და “ევროპული გზის” კონფერენციების თანაორგანიზების თვალსაზრისით. ასევე, მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს იგეგემება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვერა საქართველოში.მინისტრის შეფასებით, აღნიშნული ღონისძიების საქართველოში გამართვა ქვეყნისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც განიხილება როგორც საქართველოს საკითხები, ასევე რეგიონში და მსოფლიოში არსებული გარემო.მინისტრმა ასევე დადებითი შეფასება მისცა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას, მისი განცხადებით სამუშაო ვიზიტი მაქსიმალურად ეფექტურად იქნა გამოყენებული, როგორც მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების, ასევე საქართველოს წარმოჩენისთვის.