საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებით შემაფერხებელი ფაქტორები არ არსებობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა. მისი თქმით, დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური სამუშაოები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.