საქართველო ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში და, რომელიც არის ჩვენს მთავარ, ძირითად პარტნიორებთან შესაბამისი, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ უერთდება საქართველო დონბასის რეგიონთან მიმართებით რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.კომენტარი მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნისას გააკეთა.უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლების განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაძლიერება იქნება.როგორც ქართულ მედიასთან საუბრისას დელეგაციის წევრმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ეს არის ეფექტური გზა რუსული აგრესიის შესასუსტებლად. უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო სანქციებს, ამ თემაზე საუბრისას, კლიჩკომ განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა.