მივესალმები შინაგან საქმეთა მინისტრის მზაობას დიალოგისკენ, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი საერთო ენის გამოძებნა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯამელიძემ განაცხადა. ჯანელიძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესი განსაზღვრავს მოვლენათა შემდეგ განვითარებას.რაც შეეხება 12 მაისის ღამეს, მიხეილ ჯანელიძის თქმით, კონკრეტული შეფასებები რთული გასაკეთებელია, თუმცა შს მინისტრმა განაცხადა, რომ ის მზად არის განიხილოს ეს საკითხი.