კულტურის მინისტრი აპირებს,"ინტერნეიშენალ ივენთსს" მის საკუთრებაში არსებულ ბინაში რეგისტრაცია გაუუქმოს. "რუსთავი 2"-თან საუბარში მიხეილ გიორგაძემ დაადასტურა, რომ გაბაშვილის ქ. #1-ში მდებარე ბინა მას ეკუთვნის."როდესაც 10 წელზე მეტია არ ცხოვრობ ამ ბინაში და ინიშნები თანამდებობაზე, ნამდვილად არავის გახსენებია ეს ფორმალური საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რაიმე დარღვევას წარმოადგენდეს დღესაც, თუმცა ამ ხარვეზს აუცილებლად გავასწორებ", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. საიას ინფორმაციით, მინისტრის ბინაში რეგისტრირებული შპს "ინტერნეიშენალ ივენთის" სახელმწიფოსადმი ჯამური დავალიანება 1 245 000 ლარზე მეტს შეადგენს.
იხილეთ: კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოს ვალი აქვს - საია