მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისივე თქმით, დროა ადგილი ახალ ადამიანებს, ახალ ენერგიას დაუთმოს.
"სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის დავრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად, რადგან მიმაჩნია, რომ ის გეზი, რომელიც ავირჩიეთ არის სწორი და, სირთულეების მიუხედავად, მიღწევადი. კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა! გისურვებთ წარმატებებს!" - ნათქვამია მიხეილ გიორგაძის განცხადებაში.