თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალაშენებული საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დაათვალიერა. მინისტრის თქმით, სკოლაში ზედმიწევნით დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური წესები და მოსწავლეები სასწავლო პროცესს უსაფრთხო გარემოში ჩაატარებენ.
სიქთარვის საჯარო სკოლა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით ააშენა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია. უწყებაში აცხადებენ, რომ 2020-21 სასწავლო წლისთვის თბილისსა და რეგიონებში უკვე დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას.