საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან ერთად, "მშვიდობის კორპუსის" ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ წარმომადგენლებს, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცა.
განათლების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, 2018-2020 წლებში ინგლისური ენის 85-მდე მოხალისე პედაგოგი საქართველოს 11 რეგიონის საჯარო სკოლებში მსახურობდა. მოხალისეების საქმიანობა გლობალური პანდემიის გამო იყო შეჩერებული.