განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ღონისძიებაზე მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ცენტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში მიიღონ განათლება. მიხეილ ჩხენკელმა ჩართულობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებსაც ცენტრის წარმატებასა და ქვეყნის ადამიანური რესურსის განვითარებაში უზარმაზარი წვლილი შეაქვთ.