საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ჩხენკელის თქმით, განათლება თქვენი მომავლის საძირკველი და საზოგადოების სწორი მიმართულებით განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
განათლების მინისტრა დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს ბედნიერი და საინტერესო ცხოვრება უსურვა და აღნიშნა რომ ქვეყანას მათი იმედი აქვს.