განათლების სისტემა სკოლებში სასწავლო პროცესის გასაგრძელებლად სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული. ამასთან, მინისტრის თქმით, მასწავლებლები ტესტირებას რეგულარულად გაივლიან.