საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს.
მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული მათგანი გამოცდებს თავს წარმატებით გაართმევს, რადგან მისივე თქმით, გამორჩეულმა თაობამ უკვე დაატკიცა, რომ შეუძლიათ გამოწვევებს ღირსეულად გაუმკლავდნენ.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, მინისტრის განცხადებით, ისინი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში.