განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც მან აღნიშნა რეაბილიტაციის პროცესი შემოდგომიდან დაიწყება ასევე მოხდება კრიტერიუმების განსაზღვრა, რის მიხედვით შეირჩევა ის სკოლები, რომლის რეაბილიტაციაც უნდა განხორციელდეს.