06:57
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების მოსამზადებელი პროგრამა მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება
08-08-2019

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის ახორციელებს პროგრამას, რომელიც ეხება უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე მოსამზადებელ პერიოდს და ის მთლიანად სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

როგორც ბატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აბიტურიენტები ცოდნის მიღებასთან ერთად, სხვა ყველა საჭირო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილები. მინისტრის თქმით, „ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი იქ მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, რომ საქართველოს სახელწმიფო ყველა მის მოქალაქეზე ზრუნავს“

„გარდა იმისა რომ ამ პერიოდში მთლიანად სწავლის საფასური ფინანსდება, ასევე ფინანსდება ხარჯები, რომელიც მათ ცხოვრებას, კვებას და ა.შ. უკავშირდება. ასევე ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეში მოხვდება - ყველას სწავლა იქნება დაფინანსებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მახსოვს, ზარები, მოწერა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ - ყველა ბავშვი იქნება დაფინანსებული, ყველა ბავშვი ჩაირიცხება. ამას გალიდან ძალიან პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, იმიტომ, რომ ყველა ბავშვის და მშობლის მიერ საზღვრის გადმოლახვა გმირობის ტოლფასთან იყო დაკავშირებული. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს გააჩნია მნიშვნელოვანი ვალდებულება, იზრუნოს ამ აბიტურიენტებზე, როგორც სწავლის კუთხით, ასევე ყველა იმ პირობის დაკმაყოფილება, რომელიც სწავლის გადასახადს უკავშირდება. სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა,რომელიც რეალურად ამისთვის გვაქვს, გულისხმობს სწორედ ასეთი აბიტურიენტების მომზადებას. გარდა სწავლის, ცოდნის მიცემისა, ყველანაირი პირობებით ვუზრუნველვყოფთ. ანუ ფაქტობრივად ეს ბოლო წელი, რომელიც მათთვის არის, მართლაც კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიიღონ უნივერსიტეში ჩარიცხვამდე. ცოდნის მიღებასთან ერთად, ყველანაირი პირობებით ვუზრუნველყოფთ. ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა მომავალ წელს კიდევ უფრო გავაფართოვოთ“, - განაცხადა ბატიაშვიოლმა.

AutoPlay
ყველამ აღიარა საბოლოოდ, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით, მართალი იყო - ალექსანდრე რაქვიაშვილი
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
"სტრატეგია აღმაშენებელი" ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებაში არ მონაწილეობს - პაატა მანჯგალაძე
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ჩვენ კოალიციის შექმნას არავისთან არ ვაპირებთ - ანა ბუჩუკური
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
შეიძლება არ მივიდე არჩევნებზე, შეიძლება მივიდე და ორივე გადავხაზო - ალეკო ელისაშვილი
18-10-2021
რეფორმირებული მართლმსაჯულება მოიტანს ზუსტად იმ დიდ შერიგებას - თაკო ჩარკვიანი
18-10-2021
ქალბატონო ემა ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ ჩემს ნათქვამს - ხატია დეკანოიძე წამყვანს
18-10-2021
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები