პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ინფორმაციით, განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში გაიმართება.შეხვედრის მთავარი საკითხი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში შიდა აუდიტის სამსახურის შესვლა და ამავე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხია. ჯაშის განცხადებით, მინისტრი დეპუტატებთან შესახვედრად მზად არის.შეგახსენებთ, რომ შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა 28 დეკემბერს უნდა გამართულიყო. აღნიშნულ სხდომაზე სამინისტრო აუდიტის სამსახურის უფროსით იყო წარმოდგენილი, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. მათ სხდომაზე მინისტრის დაუსწრებლობა გააპროტესტეს. სხდომა ხმაურით წარიმართა, რის გამოც განხილვა არ გაიმართა. საბოლოოდ, სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხების განხილვა მინისტრის მონაწილეობით გაიმართებოდა.