საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი NDI-ს კვლევებს ეხმაურება. ბატიაშვილის განცხადებით, კვლევის მიხედვით, მის შესახებ საზოგადოებაში დაბალი ცნობადობა რატომ არის, მისთვის უცნობია. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ცნობადობის ასამაღლებლად, საზოგადოებასთან უფრო მეტი შეხვედრები უნდა ჰქონდეს, მინისტრმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარია განათლების მიმართულებით პირობების გაუმჯობესება და არა პირადი რეიტინგი. NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევით ბატიაშვილი იმ მინისტრების ხუთეულში მოხვდა, ვის მუშაობასაც საზოგადოება არ იცნობს. NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 35%-ს მიხეილ ბატიაშვილისმუშაობის შესახებ არ სმენია.