განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გახარიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სამ მიმართულებას, მათ შორის განათლებას, რომელიც ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა, მეტ ყურადღებას დაუთმობს.
პრემიერ-მინისტრს მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია.