გამოსაშვები გამოცდები ჯერ არ გაუქმებულა, ამაზე ვმუშაობთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.მისი თქმით, გამოცდებთან დაკავშირებით სამინისტრომ მკაფიო პიზიცია ჩამოაყალიბა, თუმცა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთან კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს.შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს განცხადებით, 2019 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება მე-11 კლასელებისთვის, ხოლო 2020 წელს მე-12 კლასელებისთვისაც.