განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს რომ კონფლიქტი რაც შეიძლება, სწრაფად გადაიჭრას. მინისტრი იმედოვნებს, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა მხარე მშვიდ ვითარებაში შეძლებს კომუნიკაციას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.