განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ფედერაციასა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების გზად დიალოგს მიიჩნევს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ზურაბ დათუნაშვილის "ფეისბუქ" მიმართვის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, პრობლემის გადასაჭრელად ერთადერთ სწორ გზას კომუნიკაცია წარმოადგენს. მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის განცხადებით, ის ჭიდაობის ფედერაციასთან თანამშრომლობას ვეღარ გააგრძელებს, ამიტომ სპორტსმენმა საზოგადოებას მიმართა შეკითხვით, კარიერა დაასრულოს თუ ტურნირებზე სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.