საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უწყების მიერ კომპლექსური რეფორმის მომდევნო ეტაპის დაწყება დაანონსა. აღნიშნული ცვლილება პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდასაც ითვალისწინებს. კერძოდ, დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით - 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.
რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. მისივე ინფორმაციით, პედაგოგებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.